ხობში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ანსამბლი „კოლხეთი” და მოსწავლეთა ცენტრის ბავშვები ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის მოძღვარმა კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის ხსოვნას და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები