ირაკლი შიოშვილმა და შოთა ნარეკლიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწუმენებულმა ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,უკვე 32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან, დღევანდელ დღეს, ვიხსენებთ სამშობლოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის თქმით, დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული თარიღია.

,,9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. გვსურს პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომელებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირნენ. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თუმცა მე მჯერა, რომ გარდაცვლილი გმირების პატივისცემა უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები