“ აღნიშნული კომპლექსური სამუშაოები ძალზედ მნიშვნელოვანია” – გოგი მეშველიანი ხულუტის ციხის რეაბილიტაციას გაეცნო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან, კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობასთან და საყდრისის კომიტეტის წევრებთან ერთად ხულუტის ციხის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა. ამის შესახებ “კვირას” დმანისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ციხის რეაბილიტაცია, საყდრისის კომიტეტის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და კომპანია RMG-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რის ფარგლებშიც მოხდა საფეხმავლო ბილიკის გაყვანა, უკანა კედელზე ხარაჩოების დამონტაჟება, ჩატარდა ძეგლის სკანირება რის შემდეგაც გამოჩნდება კონკრეტული საჭიროებები.

„აღნიშნული კომპლექსური სამუშაოები ძალზედ მნიშვნელოვანია, ის ხელს შეუწყობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და რეგიონში ტურიზმის განვითარებას.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა

ცნობისთვის, ხულუტის ციხეს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები