დეკანოზი იოანე: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მამაკაცი შეიჭრა, რომელიც ცივი იარაღით იყო შეიარაღებული

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 50 წლამდე მამაკაცი შეიჭრა ,- ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისივე განცხადებით, მამაკაცს მეუფე დიმიტრი არ უხსენებია, თუმცა გაურკვეველი იყო , რას ითხოვდა, ამასთან პირი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული.

“დღის 16:00 საათი იყო, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფეხით შეამტვრია კარები. იქ მყოფი სტიქაროსანი და სამართალდამცავი, რომელიც თვითმხილველი აღმოჩნდა, შეჰყვა, გაანეიტრალა. აღმოაჩინეს, რომ დანით იყო შეიარაღებული. იმდენად უგონო მდგომარეობაში იყო, ვერ ამბობდა, რა უნდოდა, განყოფილებაში გადაიყვანეს. მეუფე არ უხსენებია. მეუფის დასაჭრელად შევიდაო და არა! უბრალოდ მთვრალი იყო, სამართალდამცავები დაადგენენ ვინაობას. ძაღლიც იყო რეზიდენციაში, რომელმაც ეს მამაკაცი შეაჩერა. 50 წლამდე მამაკაცია”,- განაცხადა დეკანოზმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები