ხულოში პრიორიტეტის განსაზღვრის მიზნით სოფლის კრებები გრძელდება
სოფელ უჩხოში გამართულ შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ესწრებოდნენ
,,მოსახლეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში, ვინაიდან, ყველაზე უკეთ ადგილობრივებმა იციან კონკრეტულ სოფელში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. გამომდინარე აქედან, პროგრამის დაგეგმარების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა ხელს უწყობს პრიორიტეტების სწორად დაგეგმვასა და თანხის მიზნობრივად გახარჯვას“ – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ
დღეს, შესაბამისი გეგმის თანახმად, მორიგი შეხვედრები გაიმართა: ოქრუაშვილებში, უჩხოში, გუდასახოში, დუაძეებში, ვერნებში, ფუშრუკაულში, რაქვთაში, ლაბაიძეებში, წინწკალაშვილებში, სტეფანაშვილებში, ძმაგულაში, წაბლანაში, წაბლიანში, გელაურაში, პანტნარში, საციხურში, ტაბახმელაში, მანიაკეთში, ჯვარიქეთში, დიოკნისში, ზემო ვაშლოვანში, სხანდარასა და შურმულში
სოფლის კრებები გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება.
მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისათვის 1 000 000 ლარი დაიხარჯება.