ფოთის მერი: ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია

ქალაქ ფოთში გრძელდება ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობა, ფილებით მოკირწყვლა, საყვავილეების მოწყობა და სხვა სამუშაოები. ამის შესახებ “კვირას” ფოთის მერიიდან აცნობეს.
„ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება” – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
განახლებული და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანია მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ამ მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში 17 463 626 ლარი იხარჯება.
ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში, სულ 11 გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები