“ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაზიები გაიხსნა

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებისთვის სოფლებში შუქრუთსა და ითხვისში, ასევე, ქალაქ ჭიათურაში მდებარე ტრესტის შენობასთან, ატეკის ტერიტორიაზე და ე.წ. სახელოსნოსთან სასურსათო მაღაზიები გაიხსნა.
მაღაზიებში GM-ში დასაქმებულები სპეციალურად მათთვის დაწესებული ფასებით ისარგებლებენ. პროდუქტებს ჭიათურაში არსებული სხვა დანარჩენი მაღაზიების შესაბამისი ღირებულება ექნებათ, თუმცა ჯორჯიან მანგანეზის სახელფასო ბარათის გატარების შემთხვევაში მომხმარებელი ფასდაკლებებს მიიღებს.
აღნიშნული მაღაზიები 3 წელია აღარ ფუნქციონირებდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ თანამშრომლების მოთხოვნა გაითვალისწინა და სასურსათო მაღაზიებში ახალი ოპერატორი შევიდა. სურსათით მომარაგებას შპს „კოლხა“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები