იმუნიზაცია გრძელდება- აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1457 პირმა გაიკეთა
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საერთო ჯამში 1457 პირმა გაიკეთა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვაქცინაცია რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკა” 700-მა, ხოლო “ფაიზერი” 757 -მა პირმა ჩაიტარა. უწყებაში ამბობენ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯავშნები გრძელდება.
ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცედურა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და კლინიკა “მედცენტრში” მიმდინარეობს.