Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 761 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 286 406-ს.
რაც შეეხება ეპიდვითარებას რეგიონებში, ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა – 67, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 24, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 447, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 992, აჭარაში – 312, იმერეთში – 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 346 პირი, მათ შორის, თბილისში – 172, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 196 – თბილისში, 113 – აჭარაში. 4 088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 106, ხოლო აჭარაში – 35.
სულ 6 ოქტომბრიდან – 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 090 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 031 პირი, აჭარაში – 1 754, იმერეთში – 975.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან ქვეყნის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 276 084-მდე.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 849 პირი ემსხვერპლა.