ლერი ბარნაბიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრის დროს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა,  ლერი ბარნაბიშვილმა მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან  პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებულიეპიდემიოლოგიური ვითარება.

“ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის საშუალებით ყველა ქალაქში, სოფელსა და ქუჩებში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობისკენ და მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა, თავის მხრივ კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციასა და პრობლემების დროულად გადაჭრაში დახმარება აღუთქვა.

ლერი ბანრნაბიშვილმა ყურადღება გაამახვილარეგიონში  არსებულ მასშტაბურ პროექტებზე.

,,ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც წყლის დაწყალარინების სისტემები იმუშავებენ ყველაზე თანამედროვე სისტემებით და დააკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტს, ეს იქნება ქალაქი, სადაც კომპლექსურად გვარდება ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა. ამაში იგულისხმება, როგორც წყლის სისტემის ნაგებობის შექმნა, დაქსელვითი სამუშაოები და მაღალიხარისხის წყალი, ასევე საკანალიზაციო სისტემა დათანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ ლარამდეა. ჯამში სამივე მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის გამოიყო 220 მილიონ ლარამდე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტები არის ქალაქისთვის ისტორიული მნიშვნელობის, რადგან ზუგდიდს აქვს ის ინფრასტრუქტურა რაც არ ჰქონია აქამდე.  წყლისა და წყალარინების ამ ახალი ინფრასტრუქტურით ქალაქი ათწლეულების განმავლობაში ისარგებლებს. ამ მიმართულებით პროექტს ვახორციელებთ ფოთში, სადაც გამწმენდი ნაგებობის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, ასევე აქვე მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობა, ამპროექტს აქვს გარკვეული შეფერხებები ვადებთან დაკავშირებით რაც გამოწვეულია რთული რელიეფიდან გამომდინარე, თუმცა კომპანიას მიეთითა კონკრეტულივადები და დაევალა მაქსიმალური მობილიზება” – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული სახის შეხვედრებს ის საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები