ონის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, თათბირს  ონში რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ესწრებოდა.
“მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე. ისაუბრეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები