პაპუნა მარგველიძე ონის მერიის თანამშრომლებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტრტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ესწრებოდნენ.

“შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა ინფორმაციები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას დაეთმო, შეხვედრაზე იმსჯელეს ქალაქში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების გზებზე, ისაუბრეს რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, რომელთა დაწყებაც ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს იგეგმება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, რეგიონალური პროექტების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები