აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განახლებული ექსტენციის პრეზენტაცია გაიმართა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სამინისტროს თანამშრომლები.

მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ წარუდგინა.

განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დახმარებით, საქართველოს ოთხ რეგიონში გაუმჯობესდა ექსტენციის ცენტრების ციფრული ინფრასტრუქტურა, ასევე შეიქმნა ექსტენციონისტებისათვის სპეციალური პლატფორმა, რომლითაც ხორციელდება ფერმერთა მომსახურება საველე პირობებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები