აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მონიტორინგის სადგური დაამონტაჟა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული სადგურების მეშვეობით, ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონაში მოხდება გამოსული მავნებლის ლოკალიზება და განადგურება, იმისათვის რომ ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს.
მავნებლის მოსაზიდი დამჭერებით (ფერომონები) მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები.