სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 2021 წელს დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია.
“სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე რკინა–ბეტონისსაფარის დაგება და სანიაღვრეების მოწყობამიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერშიგამარჯვებული სამშენებლო კომპანია ი/მ “მურმანტოგონიძე“ასრულებს, რომლის ღირებულებაც 614 , 486.00 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელიპროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციოსამუშაოების მონიტორნიგს, ბაღდათის მუნიციპალიტეტისმერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.