თორნიკე რიჟვაძე: თუ საჭირო გახდა, წერტილოვანი შეზღუდვების თავიდან შემოღება არ გამოირიცხება

თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ეპიდვითარება შეაფასა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კვლავ მოუწოდა, რათა აჭარამ ზაფხულში ტურისტების მიღება შეძლოს.

„ვითარება უკვე საყურადღებოა. მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგებისმინიმალური რეკომენდაციები, რომ შემდგომი კვირების განმავლობაში შევძლოთ წარმატებულად ვმართოთ პროცესი და ზაფხულისთვის უკვე ტურისტების მიღების საშუალება მოგვეცეს. თუმცა თუ საჭირო გახდა, არ გამოირიცხება წერტილოვანი შეზღუდვების თავიდან შემოღება, რადგან ეს არის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა ამ გლობალურ გამოწვევასთან საბრძოლველად“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, დღეს აჭარაში კორონავირუსის 61 შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3 840 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები