საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა
დღეს, თბილისის დროით 13:02 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.