ბორჯომში ე.წ. სილამაზის ხიდიდან ახალგაზრდა გადახტა
ბორჯომში 30 წლამდე მამაკაცი ე.წ. სილამაზის ხიდიდან გადახტა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც იმ დროს ხიდზე იმყოფებოდა და მამაკაცის გამოყვანას ცდილობდა, ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. მაშველებმა მდინარიდან ორივეს გამოყვანა მოახერხეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთ მათგანს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, მეორე კი ბორჯომის ნიუჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” საავადმყოფოში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს გამოკვლევები უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.