საჩხერეში, ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მთლიანად დანგრეული მონასტრის აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტით აფინანსებს,- აღნიშნულია ინფორმაციაში.