გორის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია გაიწმინდა სოფელ ხელთუბანში, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიჭრა სანიაღვრე არხი.

“სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა სოფლებში: ახალშენი, ახალსოფელი, ზეღდულეთი, ქვემო სობისი, ბერშუეთი და კირბალი.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფელში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები