ქარელში ასფალტირების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა შეაფასა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა ქარელში, ყაზბეგის ქუჩის მეორე ნაწილის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ “კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“ამჟამად მიმდინარეობს საფუძვლისა და საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონით.სულ დაიგება1 კილომეტრი გზის საფარი.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 444 800 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,იბოლია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.