კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას ტექნიკა გადაეცა
კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას პროექტის ,,საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია (მე-2 ეტაპი)“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი გადაეცა. ამის შესახებ “კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი განმარტებით, კოლეჯში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამა „მემცენარე და ფერმერი“ ფუნქციონირებს. აღნიშნულ პროფესიას ადგილობრივი სტუდენტები ეუფლებიან.
“ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ და „გაეროს განვითარების პროგრამის“ წარმომადგენლები კოლეჯ „ფაზისის“პედაგოგებს, სტუდენტებს შეხვდნენ და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს.
პროექტს „გაეროს განვითარების პროგრამა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ დაფინანსებით ახორციელებს.
კოლეჯში, ახალი სასწავლო წლიდან აგრომაქანიკოსისა და მებაღეობის პროგრამა ამოქმედდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.