დმანისში სპორტის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით შეჯიბრი ,, გეზრბენში’’გაიმართა. ამის შესახებ “კვირას” დმანისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
მათი ინფორმაციით, ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მონაწილეობდნენ.

“შეჯიბრი ჩატარდა გოგონებსა და ბიჭებში, სადაც გოგონებმა 600 მეტრზე და ბიჭებმა 800 მეტრ დისტანციაზე ირბინეს.

პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეებს თასები გადაეცათ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს მედლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები