სოფელ რიონში საკუთარ ნაკვეთში შეშის საჭრელად წასული ძმების მკვლელობაში ბრალდებულ ნათესავს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
29 წლის მამაკაცმა ძმებ მამრიკიშვილებს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. შედეგად ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორემ კი რამდენიმე მეტრის გავლა შეძლო და მეზობელს დახმარება სთხოვა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის ძლიერი სისხლდლენის გამო მალევე გარდაიცვალა.
სოფელ რიონში ერთადერთ ვერსიაზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და სავარაუდო დამნაშავე, დანაშაულის ჩადენის დროს, არაფხიზელ მდგმარეობაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 109 მუხლით იძიებს.