როგორია ოზურგეთში ავარიისას დაშავებული მცირეწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძახებული გვყავს რეფერალი და მოხდება მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკაში, – ასე აფასებს კლინიკა „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე ოზურგეთში ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისი თქმით, ერთ-ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდები მოთავსებული არიან ჩვენს კლინიკაში. გოგონას აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ბიჭს კი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. მათ საჭირო კვლევები უკვე ჩაუტარდათ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძახებული გვყავს რეფერალი და მოხდება მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკაში,“- განაცხადა დავით მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მისი ორი შვილი კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები