კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
5 აპრილის 20:00 სთ-დან 6 აპრილის 10:00 სთ-მდე კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს
„ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 5 აპრილის 20:00 სთ-დან 6 აპრილის 10:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.