საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის მცირეწლოვნებიც არიან

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. შემთხვევა სოფელ მზისგულთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “სუბარუს”და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. ექიმების განმარტებით, მათ ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. რაც შეეხება სამ მცირეწლოვანს, მედიკოსების განმარტებით, ისინი თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე,  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები