ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო ბათუმში დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ორი დღის წინ ბათუმში დაკავებული პირების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილის 14:00 საათზე გადადო.

სასამართლომ მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად დრო მისცა.

დღევანდელ პროცესზე, მოწმეები და ის პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტების დაკავების პროცესში იყვნენ ჩართული.

შეგახსენებთ, ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან ორი დღის წინ, ხმაური იყო. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველები მოძრაობის ოფისში შევიდნენ და რამდენიმე პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები