შუახევში სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული ჯგუფი გაიხსნა
შუახევში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, სოფელ გორში სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის ალტერნატიული ჯგუფი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამავე სოფლის საჯარო სკოლაშია განთავსებული და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის. დაცულია სამედიცინო პროტოკოლი.
გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე.
შუახევში დღეის მდგომარეობით 13 საბავშვო ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს.