ლერი ბარნაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამცხეჯავახეთის მხარის პირველ პირებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მხარის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრას სამცხეჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ.

“მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  რეგიონის პირველი პირებთან ერთად ექვსივე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით.

ლერი ბარნაბიშვილი   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რადგან  რეგიონები ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდნენ და გაძლიერდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები