კულტურულ-საგანმანათლებლო ახალი შენობა დიდაჭარაში – მშენებლობა მალე დასრულდება

სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ამ დროისთვის, მშენებლობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს შენობის შიდამოწყობის სამუშაოები.

ახალ შენობას კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება, რომელშიც სოფლის ბიბლიოთეკა, სხვადასხვა საჯარო შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებებისათვის შესაბამისი სივრცე მოეწყობა.

პროექტი გარდამავალია, სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

სამუშაოებს ხულოს მერიის დაკვეთით შპს ,,ალიგატორი 1“ აწარმოებს, რომლისთვისაც თვითმართველობის ბიუჯეტიდან 371 136 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები