ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – გარდაიცვალა დედა, 2 მცირეწლოვანი კი დაშავდა

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მაღალი სიჩქარით მოძრავმა “ჰიუნდაის” ფირმის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს, ბოძს შეეჯახა. შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი კი დაშავდა.

ბავშვები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანა. მათგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანაპორტო საშუალების უსაფრთხოების  ან  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები