შუახევში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა
შუახევის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან გაიმართა, რომელსაც შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძე, მერიის ეკონომიკის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით დავითაძე და მერის წარმომადგენელი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გია დავითაძე ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ საკითხებად აირჩია: სანიაღვრე არხის მოწყობა, გარე განათების კეთილმოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, საცალფეხო ბილიკის მოწყობა, წისქვილის, სასმელი წყლის რეაბილიტაცია და ბეტონის საფარის მოწყობა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მომდევნო დღეებში გაგრძელდება.