საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პირი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსს კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი გარდაცვალების საერთო რაოდენობამ საქართველოში 3 822 შეადგინა.
რაც შეეხება ახალინფიცირებულებს. 5 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე მონაცემით, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 9 211 ტესტი ჩატარდა. აქედან 4211 ანტიგენის და 5090 PCR ტესტით.