ონში ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპილატიტეტში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და106კმ.შორის გზის მონაკვეთის წმენდა მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” ადგილობრივი მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გაწმენდის სამუშაოების გამო, გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.
მუნიციპალიტეტის მერიისვე განმარტებით, სამუშაოებს კომპანია ამბროლაურიგზა-7 ახორციელებს

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის დიდი მოცულობის კლდე ჩამოიშალა .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები