მამისონის უღელტეხილზე კლდე ჩამოიშალა – მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106 კმ-ებს შორის კლდე ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩაიხერგა. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გზაზე არსებული ვითარების და კომენდანტის საათის გათვალისწინებით გზის ამ მონაკვეთზე ღამის განმავლობაში შეზღულული იქნება მიმოსვლა.
გზის წმენდას შ.პ.ს “ამბროლაურიგზა-7” ახორციელებს.