რუსთავში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 82 წლისთავი და 1991 წლის რეფერენდუმიდან 30 წლისთავი აღინიშნა დღეს რუსთავში.
რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ, მოადგილე კახა გურულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა,  მოადგილეებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბიუსტი.
,,დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.  სიმბოლურია, რომ 1991 წლის 31 მარტს – 30 წლის წინ ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც   საქართველოს მოქალაქეებმა  გამოხატეს ურყევი ნება, აღდგენილიყო ქვეყნის დამოუკიდებლობა. დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია”,- განაცხადა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.
როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა განაცხადა,  საქართველოს პირველი პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე.
,, 30 წელი გავიდა იმ რეფერენდუმიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მთავარ წინაპირობად იქცა..  დღეს, ჩვენ სიმბოლურად შევიკრიბეთ ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ყვავილებით შევამკეთ და პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. ჩვენ გვახსოვს ჩვენი პირველი პრეზიდენტის დამსახურება, ჩვენ გვახსოვს ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და ვიცით ამ დამოუკიდებლობის ფასი”, – განაცხადა ლევან ონიანმა.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს  ზვიად გამსახურდიას, დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა.
რუსთავის თვითმმართველობის ინიციატივით,  ახლადრეაბილიტირებულ სკვერს ზვიად გამსახურდიას სახელი აქვს მინიჭებული,  გასული წლის შემოდგომაზე, კი სკვერში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიუსტი დაიდგა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები