ეკო აქტივისტების და ქალაქის მუნიციპალიტეტის ერთობლივი აქცია რუსთავში

რუსთავში დღეს გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა.  აქცია, ქალაქის მუნიციპალიტეტმა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის ეკო აქტივისტებთან ერთად გამართეს. 200 ძირი ხე-მცენარე, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე დაირგო, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დახმარებით შეიძინა ა მ(ა) იპ ,,რუსთავ სერვისცენტრმა”.
აქციაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლკები და ეკო აქტივისტები მონაწილეობდნენ.
,,დღეს მე, როგორც ეკო მოხალისე შევუერთდი ა(ა) იპ ,,რუსავ სერვისცენტრის” გამწვანების აქციას. კანონის გამკაცრებასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობაა და ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავხდეთ ეკო მეგობრები და ეკო მოხალისეები”- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ეკოლოგიის დაცვა  ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტშია გათვალისწინებული. ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით, რუსთავის მუნიციპალიტეტს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება და მწვანე ნარგავებით რუსთავის გამდიდრება, ერთ-ერთი ასეთი ვალდებულებაა. ,,დღევანდელი აქცია, არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მუნიციპალიტეტმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. დღეს ჩვენ ერთობლივი აქცია გავმართეთ. ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია” -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, გასული წლის ბოლოს მიიღო, საქართველოს პარლამენტმა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონში, რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარე წლის მარტში შეიტანა,  რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში, ეკოლოგიის დაცვა, ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში გაითვალისწინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები