წყალტუბოში ბიძაშვილმა ძმები მოკლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიძაშვილმა ორი მამაკაცი მოკლა. გარდაცვლილები ძმები არიან. როგორც სოფელში აცხადებენ, გარდაცვლილებს დამნაშავესთან ორი დღის წინ კონფლიქტი ჰქონდათ, დღეს კი მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ძმები ადგილზე დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, დამნაშავე გაქცეულია.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები