რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, მაჩაბლის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილი რუსთავის საკრებულოს დეპუტატია, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები