ჭიათურის თეატრი სცენას ქალთა მიმართ ძალადობის თემით დაუბრუნდა

ერთწლიანი Covid-შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო-პროფესიული თეატრი სცენაზე პრემიერით დაბრუნდა. ამის შესახებ “კვირას” ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.;

მათი ცნობით, 2 აპრილს თეატრმა მაყურებელს ალექსანდრე ყაზბეგის “განკიცხული” შესთავაზა.
“პიესის ინსცენირების ავტორი – თამაზ გოდერძიშვილი, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი,თეატრის სამხატვრო რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე გახლავთ. სცენოგრაფია ბარბარა ასლამაზს ეკუთვნის. სპექაკალში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი ჩაჩანიძე, თაკი მუმლაძე, ანზორ ცაბაძე, ლიკა კევლიშვილი ,ამირან ნასყიდაშვილი,თამუნა ჯაჯანაშვილი,არჩილ ხვედელიძე,სოფო ლეთოდიანი,გიორგი ბრეგვაძე,თამაზ ფანჩულიძე, საქართველოს დამსახურეული არტისტი,ხელოვნების ქურუმი იზა ჯიშკარიანი,რომელმაც ჟურნალისტ ნაზი შამანაურის სახე შექმნა.აღსანიშნავია ახალგაზრდა ნიჭიერი მარიამ გაბაძის დებიუტი სცენაზე.

სპექტაკლმა ,რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და ბულინგის თემას მიეძღვნა, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ მოახერხა, საინტერესოდ და ორიგინალურად მიეწოდებინა მაყურებლისთვის მთავარი სათქმელი და
მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით ( უკვე მერამდენე სპექტაკლია) ამხელს საზოგადოების ერთი ნაწილის ზნეობრივ და მანკიერ სიმახინჯეებს.

პრემიერა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა და მას მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.სპექტაკლის დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა და თეატრის დირექტორმა ნანა წერეთელმა საზოგადოებას თეატრის გახსნა და პრემიერის გამართვა მიულოცეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები