სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შესრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მოადგილეებთან ვარაზ გაბედავასთან და მახარე ჩოკორაიასთან ერთად დაათვალიერა.

“პროექტი შპს ,,პალადა“-მ შეასრულა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 897 269 ლარია.
პროექტის შესაბამისად 3.5 კილომეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოებში შესასვლელები.
ინფრასტრუქტურული პროექტი, ორ ეტაპად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები