ეკატერინე გუჯაბიძე: ლანჩხუთში ყველაფერს გავაკეთებთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიიტაციის კუთხით

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ვექტორის” ოფისში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ,,პროგრესის ვექტორის” დამფუძნებელმა, მარი ნუცუბიძემ ვრცლად ისაუბრა აუტიზმის მსოფლიო დღეზე და იმ პრობლემების შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღემდე არსებობს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი სოციალური პროგრამა, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებას გულისხმობს.
“მნიშვნელოვანია ერთიანი ძალით გვერდით დავუდგეთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს, მათ ოჯახებს. ახალი სოციალური პროგრამა ერთი თვის განმავლობაში 400 ლარით დააფინანასებს სარეაბილიტაციო კურსს. ვფიქრობ, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ახალი განყოფილება აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და ყველაფერს გავაკეთებთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიიტაციის კუთხით”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ.
2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები