ჩხოროწყუს მერმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქში კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების მონიტორინგი განახორციელეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა დათო გოგუამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა  და სამეგრელოზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის  ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა   ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად ქალაქის ქუჩებში, მაღაზიებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში   მონიტორინგი განახორციელეს. 

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სიმბოლურად დაარიგეს  პირბადეები და მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

“მოსახლეობას   პირბადის ტარებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და განმარტეს, რომ  დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება და შესაძლებლობა ვირუსისგან დასაცავად პირბადის ტარებაა. ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულირეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფადმუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებიმონიტორინგს   ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები