აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე შუახევშიც აღნიშნეს

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ზაზა დავითაძესთან ერთად, შშმ პირების დღის ცენტრს ეწვია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, თარიღთან დაკავშირებით, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში საინფირმაციო შეხვედრა მოეწყო.

“თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს აუტისტური სპექტრის აშლილობის რაობაზე, მითებზე, სტერეოტიპებზე, სერვისებსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშნვის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები