Tika-მ 200-მდე ბაღდათელ ბავშვს სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის 200-მდე შეჭირვებულ ბავშვს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებმა სასკოლო ნივთები გადასცა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია რადგან, კოვიდპანდემია როგორც მსოფლიოს, ასევე ბაღდათში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა.
“TIKA– ს წარმომადგენლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძესთან, მერიის სოციალური სამსახურის უფროს მარეხ მშვენიერაძესთან, საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილთან და ასევე, საქართველოს პარლამენტში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლმა ზაზა კბილაშვილმა მოზარდებს სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო(TIKA)– ბაღდათის თვითმმართველობასთან აქტიურად თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სახის დახმარებებს პერმანენტულად უწევს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.