ქუთაისში პროფესიული კოლეჯი “იბერია” გაიხსნა

ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა. კოლეჯის განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე მსურველი დაეუფლება სასურველ პროფესიას.

დაინტერესებულ პირებს  კოლეჯი ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს.

კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.
კოლეჯის გახსნის ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა ლომინაძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იყო სტუდენტების მიერ დამზადებული ნამუშევრების დათვალიერება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები