რა საჭიროებები აქვს თიანეთის მოსახლეობას – დავით ნოზაძე ადგილობრივებს შეხვდა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ გია ბერბერაშვილთან და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილთან ერთად სოფელ მამადაანების, ლიშოს, ღორღას, ქვემო და ზემო არტანის, ქვიშხევის, თეთრაულების და ბოდახევას მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, დავით ნოზაძემ ადგილობრივი მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ პირადად მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ სოფლებს მდებარეობიდან გამომდინარე მთის სტატუსი აქვთ მინიჭებული, რაც სხვა სიკეთესთან ერთადგაზრდილ პენსიასა და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს.
რეგიონის პირველი პირის თქმით, შეხვედრისას, სხვა საჭიროებებთან ერთად, მოსახლეობისგან მთავარ გამოწვევად სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საჭიროება დასახელდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.