კორონავირუსის მომატებული შემთხვევები გურიაში – რეგიონის რამდენიმე სკოლა და ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

გურიაში გამწვავებული ეპიდვითარების გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო, ხვალიდან სასწავლო პროცესი, 2 კვირის ვადით, შეჩერდება და დისტანციურ რეჟიმზე გადავა შემდეგი სკოლები:
ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედი საჯარო სკოლეი და ბაღები;
ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლები და ბაღები;
ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლები და ბაღები;
სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი;

აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასიური ტესტირება დაიწყება”, – განაცხადეს ლანჩხუთის მერიაში.

ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 529 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევიდან 23 გურიაში დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები