როგორია ეპიდვითარება რეგიონებში – 2 აპრილის სტატისტიკა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 281, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, აჭარაში – 45, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987 PCR ტესტით.

“ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.80 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 930-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 798 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 34, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 30, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 820, აჭარაში – 241, იმერეთში – 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 338 პირი, მათ შორის, თბილისში – 139, აჭარაში – 37, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში – 43, აჭარაში – 4, იმერეთში – 4. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 155 – თბილისში, 72 – აჭარაში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 10.

სულ 6 ოქტომბრიდან – 1 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 942 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 813 პირი, აჭარაში – 1 122, იმერეთში – 928“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები